LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 16 წელი სცენაზე, ჰიტად ქცეული არაერთი ნაწარმოები და მსმენელის უპირობო სიყვარული – დუეტმა „ჯორჯიამ“ ფილარმონიაში გრანდიოზული კონცერტი გამართა

295
2025-03-09_00-38-33_519999

დუეტმა „ჯორჯიამ“ 8 მარტს, ქალთა დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტი გამართა.

მსმენელმა მისთვის საყვარელი სიმღერების განახლებული ვერსიებიც მოისმინა.

დუეტმა ნინი ბადურაშვილთან ერთად სიმღერა შეასრულა, რამაც დაუვიწყარი მუსიკალური ატმოსფერო შექმნა.

აღსანიშნავია, რომ მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის მეგობრობა ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება, თუმცა მთავარი მუსიკალური თავგადასავალი დიდ სცენაზე 2008 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც მომღერლები ფართო აუდიტორიამ კონკურსი „ახალი ტალღის” საშუალებით გაიცნო და შეიყვარა.

მაკა ზამბახიძეს მეუღლემ, მიხეილ ჩოხელმა სცენაზე ყვავილები მიართვა.

მაყურებლის წინაშე რატი დურგლიშვილი თავის დაწერილი სიმღერით, „ღიმილს ნუ მალავ“ წარდგა, რომელიც დუეტმა ნინი ბადურაშვილთან ერთად შეასრულა.

რატიმ სიმღერა შეასრულა, მაკა ზამბახიძის შვილთან, სალომე ჩიტაძესთან ერთადაც.

magti 5g