„დილა მშვიდობისა საქართველო“ გვაცნობს ოჯახს, რომელსაც 17-წლიანი ლოდინის შემდეგ, პატარა შეეძინა. გიორგი წულაია და ნინი ჭანიკიძე თავიანთ ამბავს დიდი ემოციებით ჰყვებიან.
გიორგი წულაია:
„ღმერთმა გვაჩუქა და ჩემი ცხოვრება 2025 წელს დაიწყო ხელახლა, რაც ლილე დაიბადა, 28 ოქტომბერს. სიხარული შემოიტანა ოჯახში. ყველაფერზე ხელი მქონდა ჩაქნეული, ერთადერთი იყო ღმერთის რწმენა, ლოცვა-კურთხევით მოგვევლინა შვილი. ერთი ნათლული გარდაცვლილი მყავს და მისი სახელი ჰქვია, ერთი ანგელოზი მყავს და მეორე შვილი… 17 წელი ჩვენ რაც გამოვიარეთ და რაც გვეღირსა, ასეთი სიხარული გვინდა, ყველას ჰქონდეს…“
ნინი ჭანუკიძე:
„ვგულშემატკივრობ მათ, ვისაც არ ჰყავს შვილი. არასდროს უნდა დაკარგონ ძალა და იბრძოლონ ბოლომდე… 17 წლის განმავლობაში სულ ვმკურნალობდით, მიზეზს ვერავინ მეუბნებოდა… ნინო მუსერიძის კლინიკაში დავდიოდი და იქ დამეხმარნენ… მადლობას ვუხდი მათ… 17 წლისთავი გვქონდა შეუღლების, როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. პასუხს რომ დავხეე, ისტერიკულად დავიწყე ღრიალი. ვურეკავ გიორგის და ვეუბნები, მამა გახდები-მეთქი. ისე ვტიროდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, ნინი, დამშვიდდი-მეთქი…“
