LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 17 წლიანი ლოდინის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი, ლურჯთვალა ლილე – გაბედნიერებული ოჯახის საოცარი ამბავი

291
2026-03-11_23-32-08_949232

17 წლიანი ლოდინის შემდეგ ერთ-ერთ ულამაზეს ოჯახს ნანატრი შვილი შეეძინა.

საოცარ ამბავზე სიუჟეტი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ვიხილეთ.

„ღმერთმა გვაჩუქა და ჩემი სიცოცხლე ზუსტად იმ დღეს დაიწყო თავიდან, როდესაც ლილე დაიბადა. ყოველი დილა ბედნიერებით თენდება. ღმერთის რწმენა მუდამ მქონდა. ნათლული მყავს გარდაცვლილი და ლილე ერქვა. სულ მომწონდა ეს სახელი. საოცარი ემოცია მქონდა, როდესაც ეს ამბავი გავიგე“, – ამბობს ლილეს მამა.

საკუთარ ემოციებზე გვიყვება ლილეს დედიკოც.

„რწმენა არასდროს უნდა დაკარგო. უშვილო ქალი არ არსებობს, მთავარია უფლის გჯეროდეთ და აუცილებლად გახდებით დედა. ყველას ვგულშემატკივრობ, ვისაც შვილი არ ჰყავს. 17 წლის მანძილზე სულ ვიბრძოდი. დავხედე ტელეფონს და პასუხი დადებითი იყო. ისტერიკულად დავიწყე ტირილი. ვურეკავ გიორგის და ვეუბნები მამა გახდები მეთქი. დედობაზე დიდი გრძნობა არ არსებობს“, – ამბობს დედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g