LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „17 წლის ბავშვმა სასწრაფოს მოსვლამდე მამას უწყვეტად გულ-ფილტვის რეანიმაცია გაუკეთა…იბრძოლა, რომ მამა სიკვდილისთვის ხელიდან გამოეგლიჯა.“ – გიორგი ღოღობერიძე საოცარ ამბავს გვიყვება

276
2025-08-04_01-17-42_182481

ექიმი – ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას 17 წლის გოგოს საოცარ ისტორიას უყვება, რომელმაც გულის შეტევის დროს მამის გადარჩენა სცადა.

„ფიზიკურად ვერ მოვითმენ, რომ ეს ისტორია არ მოგიყვეთ თქვენ. მეც რომ გავიგე, დამბურძგლა და სულ თვალწინ მიდგას. ეს როგორ შეიძლება ყოფილიყო. გუშინ გაგაცანით ბევრი მაგარი ბავშვი, რომლებმაც ეროვნულებზე აიღეს უმაღლესი შედეგები. მათ შორის ერთ-ერთი იყო ციური ჩიხრაძე.

ამ ბავშვის ისტორია ცოტა სხვაგვარადაა, მინდა რომ გითხრათ. სწავლის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ციურის მამა გაუხდა ცუდად, გული გაუჩერდა. ეს ყველაფერი დაინახა 17 წლის გოგომ, ციურიმ.

მამამისს მივარდა და სასწრაფოს მოსვლამდე შეუჩერებლად, უწყვეტად გულ-ფილტვის რეანიმაცია გაუკეთა. 17 წლის ბავშვმა, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, იბრძოლა, რომ მამა სიკვდილისთვის ხელიდან გამოეგლიჯა.

ბავშვმა ისე გააკეთა გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომ სასწრაფოს მოსვლამდე არ გაჩერებულა… ხელიდან ვერ გამოსტაცეს მამამისი.

ასეთი მაგარი ექიმი ეყოლება მედიცინას ციურის სახით“, – ჰყვება გიორგი ღოღობერიძე ვიდეოში.

ვიდეო: „ნუ მიირთმევთ საკვებს სწრაფად!“ – რას იწვევს საკვების სწრაფად ჭამა, რა კადრებს ავრცელებს გიორგი ღოღობერიძე

ვიდეო: „აღნიშნული ნივთები სიმსივნის რისკს ზრდის…“ – ექიმი, გიორგი ღოღობერიძე იმ ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესახებ გვაფრთხილებს, რომლებიც სიმსივნის განვითარების რისკს ზრდიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g