ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაშოუ American Idol-ის 20 საუკეთესო მონაწილეს შორისაა და ახლა 12 ფინალისტს შორის მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს.
სიმღერის „Un-Break My Heart“ ბრწყინვალედ შესრულებამდე, ამერიკულ ტელეაუდიტორიას ნუცას შესახებ სიუჟეტი უჩვენეს.
ძალიან ემოციურ და გულის ამაჩუყებელ ვიდეოში ნუცა იმ გზაზე ჰყვება, რაც გამოიარა აქამდე.
სიუჟეტში ქართველი მომღერალი 17 წლის ასაკში, გადაცემაში „პროფილი“ მის მიერ გაჟღერებულ ფრაზას იხსენებს –„არ აქვს მნიშვნელობა, მე უნდა წავიდე ამერიკაში“ – ამბობს 17 წლის ნუცა, მაია ასათიანის კითხვაზე – „რა არის შენი ოცნება“, პასუხად.
ვიდეო: ლაიონელ რიჩის შეფასებამ ნუცა ბუზალაძე აატირა – რა უთხრა ჟიურიმ American Idol-ის 20 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვედრილ ქართველ მომღერალს
მორიგი შთამბეჭდავი ტურისა და ბრწყინვალედ შესრულებული სიმღერის „Un-Break My Heart“ შემდეგ, ნუცამ ჟიურის სამივე წევრის – ლუკ ბრაიანის, კეტი პერისა და ლაიონელ რიჩის ფეხზე დაყენება შეძლო.
ნუცა ამავე სიუჟეტში აღნიშნავს, რომ მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე მთავარი ოცნება ჰოლივუდი იყო და აქ მოხვედრა მისთვის საკმაოდ რთული მოგზაურობა აღმოჩნდა.
სიუჟეტის ყველაზე ემოციური ნაწილია, როდესაც ნუცა უზარმაზარ მადლიერებას გამოხატავს დედამისის მიმართ. ქართველი მომღერალი ჰყვება, რომ დედამისს მისი ყოველთვის სჯეროდა და მისთვის მთავარი მოტივაციის წყარო იყო.
„შენთვის ვლოცულობ. დღეს ყველაზე ამაყი დედა ვარ“ – ეუბნება ნუცას დედა სიუჟეტში.
სიუჟეტი ნუცაზე ?? I American Idol ??
სიუჟეტი ნუცაზე ?? I American Idol ??
Posted by Rezo Mamsikashvili on Sunday, 23 April 2023
სიუჟეტი გადაცემის „პროფილი“ არქივიდან ამონარიდით სრულდება, სადაც წამყვანი მაია ასათიანი ამბობს, რომ „რატომღაც მგონია, რომ დადგება დღე და ჩვენ ვიამაყებთ, რომ ოდესღაც ამ სტუდიაში იყო ჰოლივუდის ვარსკვლავი“