მიმდინარე წელს, „ევროვიზიის“ მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს მომღერალი მარიამ შენგელია წარადგენს.
მარიამ შენგელია: „ყველაფრისთვის მზად ვარ, არავინ იცის, რა შეიძლება „ევროვიზიაზე“ მოხდეს…“
მომღერალმა, რომელიც ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე გამოსასვლელად ემზადება, საკონკურსო სიმღერა ქართულ აუდიტორიას რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა.
ახლა კი, კონკურსამდე, მარიამ შენგელია აღნიშნულ სიმღერას მადრიდის პრეფართიზე 19 აპრილს წარადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას და მარიამის კადრებს „პირველი არხი“ ავრცელებს.
ვიდეო: რომელი ქართული ბრენდის კაბა ეცვა მარიამ შენგელიას ამსტერდამში „ევროვიზიის“ წვეულებაზე
ცნობისათვის, ევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება.