ლელა წურწუმია და ჯგუფი „ჩვენი ბენდი“ 2 იანვარს „MONO HALL-ში“ კონცერტს გამართავენ.
როგორც მომღერალი აცხადებს, მისი მიზანია აქციის დროს დაზარებულთა ოჯახების დახმარება, ამიტომაც თავის ჰონორარს სრულად ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდში გადარიცხავს.
„2 იანვარს „მონო ჰოლში“ გაიმართება ჩემი და ჯგუფი „ჩვენი ბენდის“ სოლო კონცერტი. ჩემი მიზანია, რომ აქციის დროს დაზარალებულების ოჯახებს დავეხმარო. მთელ ჩემს ჰონორარს, ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდში გადავრიცხავ და შემდეგ მიზნობრივად გადანაწილდება. გელოდებით მეგობრებო ყველას, 2 იანვარს“, – ამბობს ლელა წურწუმია.