LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „2 შვილი გააჩინა, ფორმაში ჩადგა და იმის მერე კლუბიდან არ გამოსულა.. ცოლს აღარ დავარქმევ არავის“ – გიორგი ყიფშიძე

229
გიორგი ყიფშიძე

მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ, რომელიც ტელეკომპანია იმედის გადაცემაში, ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში „პერსონა“, მთავარი რესპონდენტი იყო, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ყიფშიძემ აღნიშნა, „ოფიციალური დაქორწინება ურთიერთობას აფუჭებს“.

„შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად ვიცხოვრო, მაგრამ ცოლს არასოდეს აღარ დავარქმევ, იმიტომ, რომ ეს სახელი დაერქმევათ თუ არა, რადიკალურად იცვლებიან.

ყველა შემთხვევაში, ოფიციალური დაქორწინება ურთიერთობას აფუჭებს“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე და კითხვაზე, მესამე მეუღლესთან დაშორების მიზეზზე საუბრობს:

„მესამე ცოლთან ძალიან ბანალური და მარტივი რაღაც მოხდა.

ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 20 წელია, 2 შვილი გააჩინა და ფორმაში რომ ჩადგა, იმის მერე კლუბიდან არ გამოსულა, სულ კლუბშია, ბავშვის მოვლის თემა და თავისი დროის დათმობა ამ ბავშვებთან… [ბავშვები] უყვარს, მაგრამ შორიდან.

როგორც უნდა გეწყინოს, ენი, ასეა, მაპატიე ჩემო კარგო, მაგრამ ასეა.

არაფერი მიზეზი არ გვაქვს, არც მე მყავდა საყვარელი, არც მას, არც გავშორებივართ, უბრალოდ ამ ტისკს ვერ გაუძლო, რომ ორი შვილი დაბანე, ჯერ ერთი, ვერ ჰბანდა, მე ვბანდი… მე უფრო დედა ვარ“, – თქვა გიორგი ყიფშიძემ.

გიორგი ყიფშიძე ოჯახური ცხოვრების შესახებ

🗨️ „ცოლს აღარ დავარქმევ არავის… ოფიციალური დაქორწინება აფუჭებს ყველაფერს.“ – გიორგი ყიფშიძე ოჯახური ცხოვრების შესახებ იხ. სრულად: https://t.ly/iVriD – გიორგი ყიფშიძის საოცრად გულახდილი ინტერვიუ ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში #პერსონა 📝#ნიკოლოზ_წულუკიძე 📝#ნუცა_მამულაშვილი

Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ორშაბათი, 22 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g