ლელა წურწუმია ქუთაისს მოკლე პერიოდში უკვე მეორედ სტუმრობდა და რესტორან „ქალაქურში“ გამართულმა კონცერტმა ბენდთან ერთად კიდევ ერთხელ სრული ანშლაგით ჩაიარა.
როგორც ყოველთვის, გამორჩეული იყო მომღერლის სამოსი, რომელსაც შესაბამისი ფეხსაცმელიც შეუხამა.
ინფლუენსერმა კოკი ფერაზი ფანგანმა მისი სტუმრობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ ლელა განუმეორებელია:
„2 თვეში მეორე ანშლაგი „ქალაქურში“…
ხმები, ემოციები და დარბაზი, რომელიც ფეხზე იდგა თავიდან ბოლომდე… ეს იყო ნამდვილი ზეიმი! განუმეორებელი ლელა წურწუმია…
მადლობა ამ დაუვიწყარი კონცერტისთვის…“
