დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში სახალისო კადრებს გვიზიარებს, სადაც ჩანს, როგორ მოიგო ნიძლავი.
„ზედა ძელს თუ გავარტყი, 20 „ატჟიმანია“ უნდა გააკეთო, თუ არადა მე გავაკეთებ“, – ამბობს კახა კალაძე.
კალაძემ ბურთი ზედა ძელს გაარტყა და ნიძლავის პირობის თანახმად, აზიდვების გაკეთება არ მოუწია.
როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერი, ლეგენდების მატჩისთვის ემზადება.
ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს თბილისში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება.