მარიკა თხელიძე გადასაღები მოედნიდან ახალ კადრებს გვიზიარებს.
„ქუჩის ბიჭები“, ნინი ქარსელაძე და მარიკა გაერთიანდნენ და მალე მსმენელს არა მხოლოდ ახალ სიმღერას, არამედ მასზე გადაღებულ კლიპსაც შემოგვთავაზებენ.
„20-წლიანი პაუზის შემდეგ მე და ნინიმ „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩვენს ახალ სიმღერაზე კლიპი გადავიღეთ“, წერს მარიკა.