რუსული მედიის ინფორმაციით, ირკუტსკის ოლქის უსტ-ილიმსკის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, 25 წლის რუსლან ზინინმა, რომლის მობილიზება დღეს უნდა განხორციელებულიყო, სამხედრო კომისარი დაჭრა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თავდამსხმელმა ცეცხლის გახსნამდე დაიძახა: „არავინ არსად არ წავა“.
რეგიონის გუბერნატორის იგორ კობზევის თქმით, სამხედრო კომისარი ალექსანდრე ელისეევი კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება.