LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „28 წელია ამას აკეთებს..ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ადამიანური ურთიერთობებია“ – ლიკა კვარაცხელია იუბილარია: როგორ მიულოცეს მოდელს დაბადების დღე

484
ლიკა კვარაცხელია

ლიკა კვარაცხელია იუბილარია.

ლიკა 44 წლის გახდა. ლიკას დაბადების დღე მეუღლემ ტრადიციულად ულამაზესი თაიგულით მიულოცა.

„28 წელია ამას აკეთებს“ – აღნიშნავს ლიკა.

ამის შესახებ ლიკა სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს გვიზიარებს.

გარდა ამისა, მოდელს იუბილე მიულოცეს მეგობრებმაც. თაკო ჩხეიძე 12 საათზე ლიკასთან ტორტით მივიდა.

„44 is all about love

ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ ჩემს მიმართ ყველაზე დიდი მოტივაციაა, ვიყო უკეთესი. ერთდროულად მახარებს, მაბედნიერებს და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობაც არის ჩემთვის.

ხშირად ღმერთს ვთხოვ, ყოველთვის მომცეს ძალა და სწორი მიმართულება ცხოვრებაში ,რომ შევძლო გავცე მეტი სიკეთე და უკანაც იგივე დამიბრუნდეს.

რადგან, როგორც არ უნდა შევხედო და ვატრიალო ჩემი შეხედულებები და ფასეულობები, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ადამიანური ურთიერთობებია. მადლობა ყველას,“ – წერს ლიკა კვარაცხელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g