ექიმი, გიორგი ღოღობერიძე იმ 3 მარტივი გამოკვლევის შესახებ გვიყვება, რომელიც მისი თქმით მამაკაცებში აუცილებლად უნდა გაკეთდეს სიმსივნეების დროული დიაგნოსტიკისთვის.
„3 მარტივი გამოკვლევა, რომელიც მამას, ბიძას, ბაბუას დიდხანს გიცოცხლებთ.
ეს ძვირფასი ხალხი რომ ჯანმრთელად გვყავდეს, ეს 3 რაღაც უნდა გავაკეთოთ.
50 წლის ზემოთ მამაკაცები უნდა შემოწმდნენ პროსტატის სიმსივნეებზე, რაც მარტივი შესამოწმებელი. ეს საჭიროა, რათა დროული ზომები მივიღოთ.
მეორე შემოწმებაა მწეველების შემთხვევაში და ეს არის ფილტვის სიმსივნეზე შემოწმება დაბალ დოზიანი ტომოგრაფიით.
და მესამე, ეს არის მსხვილი ნაწლავის შემოწმება სიმსივნეზე.
ეს სამი სიმსივნე საქართველოში ძალიან გავრცელებულია, ამიტომ დამერწმუნეთ, სამივე საჭიროებს შემოწმებას“, – ამბობს ღოღობერიძე.