LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „3 მარტს იქნება მთვარის დაბნელება“ – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეეხებათ განსაკუთრებულად მთვარის დაბნელების პერიოდი

1850
ნინა სუსლოვა

„აღმოსავლური კალენდრის მიხედვით დაიწყო მზის დაბნელებით ახალ წელს და დამთავრდება ხვალ მთვარის დაბნელებით“, – ამის შესახებ ეზოთერიკოსი, ნინა სუსლოვა „დღის პოსტის“ ეთერში საუბრობს.

ეზოთერიკოსი ასახელებს ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომელთაც განსაკუთრებულად შეეხებათ მთვარის დაბნელების პერიოდი:

„ხვალ იქნება მთვარის დაბნელება და შესაბამისად დახურავს ამ ციკლს, თუმცა რაღაც დროის განმავლობაში ეს ენერგია მაინც აქტიური იქნება. ყველაზე აქტიური ფაზა არის დაბნელების დღე თავისთავად, თუმცა 2 დღით ადრე და 2 დღის შემდგომ ეს ენერგია მაინც არსებობს და მოქმედებს ჩვენზე. ამასთან ერთად ასევე ვიმყოფებით რეტროგრადული მერკურის პერიოდში, რაც ასევე მოქმედებს ჩვენზე და ეს 20 მარტამდე გაგრძელდება.

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით დაიწყო მზის დაბნელებით ახალ წელს და დამთავრდება ხვალ მთვარის დაბნელებით, მოკლედ ყველაფერი ერთდროულად ემთხვევა. რთული პერიოდია, თუმცა ნებისმიერ რთულ პერიოდს აქვს კარგი მხარეც, რაც შეგვიძლია რომ ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ…

ფინანსებს რაც შეეხება, ეს პერიოდი მაგ მხრივ ნაკლებად აქტიურია. უნდა გავითვალისწინოთ სიფრთხილე ფინანსური კუთხით, არ აიღოთ ვალდებულებები, სესხება და გასესხება, არ არის სასურველი ახალი მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხელშეკრულებებთან…

რეალურად ეს დაბნელება იქნება მეტი რაციონალურობა და ნაკლები ილუზია…

რაც შეეხება იმას, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შეეხება განსაკუთრებულად დაბნელების პერიოდი:

ვერძების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს გადაფასება, „რა მინდა“ და „რა არ მინდა“, ასევე სამეგობრო წრის ცვლილება. მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ენერგო ტონუსს, ჯანმრთელობის კუთხით.

ყველაზე მეტად ეს დაბნელება შეეხება ქალწულს, თევზებს, ტყუპებს და მშვილდოსანს, რადგან მათ ღერძზე ხდება.

ამ შემთხვევაში ქალწულისთვის პრიორიტეტული იქნება საკუთარი ეგოს წინ წამოწევა.

თევზების შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაფასების პერიოდი. კარგი იქნება საკუთარ ინტუიციას და შეგრძნებებს თუ მეტ ყურადღებას მიაქცევთ. შესაძლოა რაღაც რადიკალური ცვლილება მოხდეს. კარგია განმარტოება განტვირთვა და დასვენება.

ტყუპების შემთხვევაში, ყველაზე მეტად შეეხება ოჯახს, სახლს. შესაძლოა იყოს ოჯახური კონფლიქტების მოგვარება, ან დადგეს საკითხი კარიერა თუ ოჯახი… მათ სწორი ბალანსი უნდა დაიჭირონ ოჯახსა და კარიერას შორის… თუ კონფლიქტი აქვთ დედასთან, მამასთან ან ოჯახის სხვა წევრთან, კარგი იქნება, რომ ეს კონფლიქტი აღმოფხვრან.

მშვილდოსნების შემთხვევაში ეს ყველაზე მკვეთრად შეეხება მათ კარიერას ზრდას და რეპუტაციას. შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალონ, ან დააწინაურონ. ყურადღება უნდა მიაქციონ რეპუტაციის თემას, ფეხი არ უნდა დაუცდეთ…“- ამბობს ეზოთერიკოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g