გადაცემა „შუადღის“ რუბრიკაში ქუჩის გამოკითხვა, ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი დაინტერესდა, წარსულის რომელ მოგონებას გაიმეორებდნენ ადამიანები, დაბრუნების შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ.
ერთ-ერთმა უსაყვარლესმა, შუახნის ქალბატონმა თქვა, რომ დაკარგა ადამიანი, რომელიც დაკარგვის ღირსი არ იყო და დღემდე ნანობს ამას.
მან ახალგაზრდებს მოუწოდა, არასდროს დაკარგონ ნამდვილი სიყვარული, რადგან ის ცხოვრებაში ერთხელ მოდის.
„დავკარგე ადამიანი, რომელიც არ იყო დაკარგვის ღირსი და ამას ძალიან ვნანობ. წარმოიდგინეთ 30 წლის შემდეგ რომ ისევ მახსოვს და ვნანობ, ესე იგი რაღაც იყო ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. ახალგაზრდებმა ნამდვილი სიყვარული არ უნდა დაკარგონ, თორემ ცხოვრებაში ერთხელ მოდის, მეტჯერ არა. დღესაც მახსოვს“, – საუბრობს ქალბატონი.