LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „5-ის იყო, რომ დავტოვე და სულ მეუბნებოდა, ვიცი, დედაჩემი ხარ, მაგრამ ვის ჰგავხარ, მითხარი ვინმე, ვისაც შეგადარებო“ – ემიგრანტი დედები შვილებთან განშორების ტკივილზე

1167
BeFunky-collage - 2024-02-06T000934.377

როგორია ემიგრანტი დედების ცხოვრება, რომლებსაც შვილების კეთილდღეობისა და კარგი მომავლისთვის ყველაზე მტკივნეული გზის, განშორების არჩევა მოუწიათ, – ამ თემაზე სიუჟეტი ტელეკომპანია „ფორმულას” დილის გადაცემამ მოამზადა.

როგორც სიუჟეტში ემიგრანტი დედები საუბრობენ, მათ შვილების დატოვება ძალიან გაუჭირდათ, თუმცა სხვა გამოსავალი ვერ დაინახეს.

„შვილები ხანდახან აზრსაც არ მეკითხებოდნენ რაიმეს გადაწყვეტის დროს, გაუცხოება აშკარად იგრძნობოდა. საკუთარ სახლში, საკუთარ შვილებთან თავს ზედმეტად ვგრძნობდი”, – ამბობს ემიგრანტი ქალი.

ერთ-ერთი დედა ასევე აღნიშნავს, რომ შვილები მის მიმართ გაცილებით თბილები გახდნენ და ცდილობენ თავიანთი მონატრება და დარდი არ დაანახვონ.

„5-ის იყო, რომ დავტოვე და სულ მეუბნებოდა, ვიცი, დედაჩემი ხარ, მაგრამ ვის ჰგავხარ, მითხარი ვინმე, ვისაც შეგადარებო“, – საუბრობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g