LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „60 წელია, ბავშვებს ვასწავლი ქართულ ცეკვას, ქართული ცეკვა არის ყველაფერი, იდენტობა, ბავშვი იზრდება ქართველად“ – ლალი პაპიჯანოვა, 80 წლის ქართული ცეკვის მასწავლებელი ჭიათურიდან

220
BeFunky-collage (4)

80 წლის ქართული ცეკვის მასწავლებელმა ჭიათურიდან, ლალი პაპიჯანოვამ პროფესიის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ის ისე გრძნობს თავს როგორც 22 წლის ასაკში – როცა ბავშვებისთვის გამოცდილების გაზიარებას შეუდგა.

მასწავლებელმა ასევე თქვა, რომ განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„სახლიდან მოვდივარ ისეთი განწყობით, აქ რომ შემოვდივარ მე არ უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ ვარ 80 წლის.

მე ვარ 22 წლის, იმ ასაკის, როცა ჩამოვედი და დავიწყე ამ სტუდიაში მუშაობა.

ლაღი უნდა ვიყო, ყველა ბავშვის გულში და სულში უნდა ჩავძვრე.

ამათ რომ ვუყურებ, როგორ შემიძლია ვთქვა, რომ წნევა მაქვს მაღალი…ამათ გულმტკივარი მასწავლებელი კი არ უნდათ, უნდათ ჯანმრთელი და საღად მოაზროვნე…“- აღნიშნა ლალი პაპიჯანოვამ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g