LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „60 წლის ვარ და მაინც ნანის შვილი.. ამ ასაკში სიძლიერე, რომელიც არ მქონდა, გამოიკვეთა! შემეძლო, რომ გასტროლებზე წავსულიყავი, თუმცა მე ოჯახი მყავდა, აქ უნდა ვყოფილიყავი, ჩემს შვილებთან“ – ეკა მამალაძე

368
Untitled design

მომღერალმა ეკა მამალაძემ „ნანუკა ჟორჟოლიანის“ შოუში საკუთარ თავზე, დედაზე და შვილზე ისაუბრა.

ეკა ამბობს, რომ ყველაზე მეტად ცხოვრებისეული გამოწვევების 40 წლამდე ეშინოდა.

„40 წლის რომ ვხვდებოდი მქონდა ბევრი განცდები, შიშები, 50 წლამდე რაღაცნაირად გავუძელი ამ ჩემს ფიქრებს.. 50წლის რომ გავხდი, უფრო დავმშვიდდი.

50 წლის შემდეგ იყო ყველაფერი უკეთესი, საინტერესო შემოქმედებითადაც უფრო დავღვინდი.

მე მყავს ნანი, ძალიან კარგი მაგალითი ის მამშვიდებს, მეუბნება ნუ გეშინია, ნურსად ნუ ჩქარობ..

შემოქმედებითად მე უფრო მეტი წვალება მაქვს ვიდრე ნანის ჰქონდა, მე ვამტკიცებ..

60 წლის ვარ და ვარ მაინც ნანის შვილი.. ამითაც ვგრძნობ ჩემს ახალგაზრდობას ერთ ოჯახში სამი თაობა მგონია, რომ ძალიან უცნაურია.

კომპლექსები დღემდე მაქვს. სულ ვფიქრობ იმაზე თუ რატომაცაა ლაპარაკი, რომ მე ნანის შვილი ვარ, ახლა ნატალიას დედა ვარ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა შეხედო გვერდიდან.. ნანი გვეუბნება გამიწიეთ ანგარიშიო და ამას ჩვენ ვაკეთებთ.

ამ ასაკში სიძლიერე, რომელიც არ მქონდა, გამოიკვეთა! უფრო თავდაჯერებულობა მოვიდა..  ყველაზე მეტი ამ წლების მანძილზე ვიყავი დედა, შემეძლო, რომ გასტროლებზე წავსულიყავი, თუმცა მე ოჯახი მყავდა აქ უნდა ვყოფილიყავი ჩემს ბიჭებთანაც,“ – ამბობს ეკა მამალაძე.

„სიყვარულისთვის სულ მზად ვარ… რატომღაც, ჩვენთან ასეა, რომ ბებერი ხარ და აღარ შეიძლება გათხოვება.. ევროპაში 70 წლისებიც დადიან შეყვარებულები“ – ეკა მამალაძე სიყვარულისა და ოჯახის შესახებ

„პატარა ბავშვივით ხან კაფეში წავიყვან, ხან სხვაგან.. მერე მეუბნება: „მადლობა, რომ ქალაქში გამომიყვანე“ – ეკა მამალაძე ნანი ბრეგვაძეზე 

ვიდეო: „ბრავო!..“ – ნანი ბრეგვაძემ ეკა მამალაძესთან ერთად „ის აქ არის“ „გარდენია შევარდნაძეში“ სტუმრობისას იმღერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები