ლოს-ანჯელესში, „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ 2024 წლის პირველი ვარსკვლავი გაიხსნა. ის ლეგენდარულ მსახიობს, 68 წლის უილიამ დეფოს გაუხსნეს. ღონისძიებას პატრისია არკეტი, პედრო პასკალი და მარკ რაფალო ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, მსახიობს 100-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, „ოსკარის“ ოთხგზის, „ოქროს გლობუსის“ სამგზის და ბრიტანეთის კინოაკადემიის ერთგზის ნომინანტმა საყოველთაო აღიარება აშშ-ის არმიის სერჟანტის, ელაის გორდონის როლით ფილმიდან „ოცეული“ მოიპოვა.