LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 70 წლის კასპელი პატარძალი, ტრადიციული თეთრი კაბა და ჯვრისწერა ქორწინებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ – გაიცანით ცოლ-ქმარი, რომელმაც ნანატრი ოცნება აისრულა და 50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ეკლესიაში ჯვარი დაიწერა

270
კასპელი წყვილი

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასაკოვან წყვილს გვაცნობს, რომლებმაც ნანატრი ოცნება აისრულეს და 50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს.

ჯვრისწერაზე 70 წლის კასპელი პატარძალი, ტრადიციული თეთრი კაბით, ფატით და საპატარძლო თაიგულით მივიდა.

ცოლ-ქმარი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეუბნება, რომ მათ დიდი ხნის ოცნება აისრულეს, ჯვარი დაიწერეს და ქორწინების წვეულება მეგობრებთან ერთად აღნიშნეს.

„მე ჩემი გულის წადილი ავისრულე, ეს იყო ჩემი ოცნება და წარმოუდგენელი ზღაპარი. ჯვარი იმიტომ დავიწერეთ, რომ ახლა აქ ხომ ერთად ვართ, სამოთხეშიც ერთად უნდა ვიყოთ“, – ამბობს პატარძალი

„ჩემი თავი ისევ 25 წლის მგონია“, – ამბობს მეუღლე.

70 წლის კასპელი პატარძალი, თეთრი კაბა ფატით და ჯვრისწერა ქორწინებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ

👰🏻‍♀️😱 70 წლის კასპელი პატარძალი, ტრადიციული თეთრი კაბა ფატით და ჯვრისწერა ქორწინებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ 🤵🏻‍♂️👰🏻‍♀️💒 გაიცანით ცოლ-ქმარი, რომელმაც ნანატრი ოცნება აისრულა და 50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ✍🏼 #ელენე_მირიანაშვილი

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 28 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g