LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,8 წლის ასაკში მშობლებს ჩვენი დატოვება და ესპანეთში წასვლა მოუწიათ…ძნელმა მომენტებმა შექმნეს ის ადამიანი, რომელიც დღეს ვარ” – ილია თოფურია

336
befunky-collage-2024-02-26t005122.151-2024-02-26_00-51-39_039877

UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ნოე სულაბერიძის გადაცემის ,,ნოესთან” სტუმარია, რომლის ეთერშიც მშობლების შესახებ საუბრობს.

ილიას თქმით, ყველა იმ ძნელმა მომენტმა, რაც გამოიარა, შექმნა ის ადამიანი, რომელიც დღეს არის.

,,გერმანიაში დავიბადე და დაახლოებით 6 წლამდე იქ ვცხოვრობდით. 8 წლის ასაკში მშობლებს ჩვენი დატოვება და ესპანეთში წასვლა მოუწიათ. 15 წლამდე საქართველოში ვცხოვრობდი. 8 წლის ბავშვისთვის საკმაოდ რთული პროცესი იყო.

ჩემს მშობლებს მოუწიათ ჩემი დატოვება, რათა ერთ დღეს უკეთესი მომავალი მქონოდა. არასდროს არ მითქვამს, რატომ დამტოვეს და ყოველთვის მქონდა გაცნობიერებული, რომ ეს უკეთესი მომავლისთვის მოხდა. პირიქით მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ყველა ეს მომენტი გავიარე და ვიცი ბევრი რამის ფასი. ყველა იმ ძნელმა მომენტმა შექმნა ის ადამიანი, რომელიც დღეს თქვენს წინაშეა”, – საუბრობს ილია თოფურია.

ვიდეო: ,,ვიგრძენი რომ ვიპოვე ვიღაც ძალიან განსხვავებული…ყველა სიძნელემ რაც გამოვიარე შექმნა ის ადამიანი, რომელიც დღეს ვარ…” – ილია თოფურია

ვიდეო: „ჩემს პატარა საქართველოს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მიყვარხართ ყველა გულში, ერთ სული მაქვს ჩამოვიდე და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“ – ილია თოფურიამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ ქართველებს მიმართა

ვიდეო: „5 წლის ილია ეხვეწებოდა, ჩემს ქვეყანაში წამიყვანეო“ – რას იხსენებს ილია თოფურიას ბაბუა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები