ფეხბურთელი გიორგი ცინცაძე „ნოე სულაბერიძის“ გადაცემას სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა თემაზე საუბრის პარალელურად, წამყვანის კითხვას, „ვის ეკუთვნის ყველაზე დიდი მადლობა“ უპასუხა.
როგორც გიორგი ცინცაძე აცხადებს, ყველაზე დიდი მადლობა დედას ეკუთვნის, რომელმაც მისთვის და მისი დისთვის შესაძლებელიც და შეუძლებელიც გააკეთა, რათა შვილები აღეზარდა.
„დედას. 90-იან წლებში ქალებმა გადაარჩინეს საქართველო.. ჩემი ოჯახიც დედამ გადაარჩინა. პატარა ასაკში გაშორდნენ დედა და მამა. საკმაოდ შეძლებული ოჯახის წევრები ვიყავით.. შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე ისეთი.. შემდეგ მხედრიონმა მამაჩემს ყველაფერი წაართვა.
მერე იყო 10 წლიანი პერიოდი, როდესაც დედა ჩემთვის და ცემი დისთვის აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო.
მადლობა დედა. ეს საკმარისი არაა, მთელი ცხოვრება უნდა დაუფასო. რაც შეეხება მამას, კი მოდიოდა ხოლმე სანახავად მაგრამ აღზრდაში არ იღებდა ხოლმე მონაწილეობას“, – აცხადებს გიორგი ცინცაძე.