ნუკი კოშკელიშვილი პარიზში გადაღებულ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თავის თავზე ხუმრობს:
„ამ ფეშენ ვიკებსა და სვეცკობებს შორის პატარა პაუზა მინდა გავაკეთო და ცოტა ვიცინოთ ერთად. საკუთარ თავზე თუ ვერ იღადავე, მგონი, დაღუპული ხარ ადამიანი. სახლიდან გამოსულს, სხვათა შორის, მომწონდა ჩემი ლუქი, ვიდრე ჩიტი არ დამაჯდა ქუდში და 98 წლის ფრანგმა ქალმა არ მითხრა, ჩემს ახალგაზრდობას მაგონებო…“