LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ააფეთქეს „ტესლა“, რომელშიც ილონ მასკის მანეკენი „იჯდა“

44
teslamodels

ფინეთში მცხოვრებმა Tesla Model S-ის მფლობელმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ელექტროქარი 30 კილოგრამი ასაფეთქებლით გაანადგურა. უტილიზაციის ასეთი რადიკალური მეთოდი მამაკაცმა ავტომობილის გაფუჭების და ძალიან ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების გამო შეარჩია. სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად ფინელმა ამერიკული კორპორაციის ხელმძღვანელის სახის მქონე მანეკენიც ააფეთქა.

Tesla Model S-ის ყოფილი მფლობელის განცხადებით, ის გზაზე გადაადგილდებოდა როდესაც ეკრანზე გაუმართაობის შესახებ შეტყობინება გამოისახა. ცოტა ხნის შემდეგ კი „ტესლა“ საერთოდ გაითიშა. მძღოლმა ელექტრომობილის ამუშავება ვერ შეძლო და ევაკუატორის გამოძახება დასჭირდა. სერვის ცენტრში დაასკვნეს, რომ Model S-ს ელემენტი გაუფუჭდა. ამასთან, ავტომობილი 8 წელზე უფრო მეტი ასაკის იყო, ამიტომ საგარანტიო ხელშეკრულებას ვადა ქონდა გასული. ელემენტის გამოსაცვლელად ფინელს 20 ათასი ევრო მოსთხოვეს, რაც გახდა კიდეც მისი უჩვეულო გადაწყვეტილების მიზეზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g