„TAMO’S SKIN“-ის დამფუძნებელმა თამო ვაშალომიძემ ახლახან საზოგადოებას სასიამოვნო ინფორმაცია ახარა – თამო ერთ-ერთ ფილმში როლზე დაამტკიცეს.
თამო ვაშალომიძემ გადაღებები უკვე დაიწყო, რაზედაც სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში ისაუბრა.
„აბსოლუტურად ყველაფერს აქცევენ ყურადღებას პერსონაჟს რომ ქმნიან.
თმის ფერს, ფეხის ზომიდან დაწყებული, თითის ზომაც კი მკითხეს…ჩემთვის ახალია ეს ყველაფერი, არ ვიცი…
ახლა ტექსტები რომ გადავიმეორე, ნორმალური გოგო ვარ,” – აღნიშნავს თამო.
„მაგარი გოგო ხარ, გვჯერა შენი“
„ჩვენი ლამაზი და ყოჩაღი გოგო“
„თამო ამდენი გულშემატკივარი არც ერთ მსახიობს არ ეყოლება მანდ, მიდი მიაწექი“ – უწერენ თამოს გულშემატკივრები.