„საბერძნეთში გატარებული დაუვიწყარი დრო“ – ასე ასათაურებს ზაზა ფაჩულიას მომხიბვლელი მეუღლე, თიკა ალავიძე-ფაჩულია ვიდეოს, სადაც მისი, მისი მეუღლისა და მათი საერთო სამეგობროს მიერ საბერძნეთში გატარებული დასვენების დღეების ქრონიკაა ასახული.
ვიდეოში კარგად ჩანს, როგორი დრო გაატარეს ერთად დასვენებისას ზაზამ და თიკამ, სხვადასხვა კლუბსა თუ რესტორანში სტუმრობით, სადაც ზაზა ფაჩულია აცეკვდა. ვიდეოში ასევე ასახულია შამპანურით გაწუწვის მხიარული კადრებიც.