LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აჭარელი ცოლ-ქმარი, რომელთა შესრულებამ ინტერნეტი მოიცვა: „31 წელია, ერთად ვართ. რომ მოვალ, მეთამაშება, მიმღერის, ჩემი პირველი ძმაკაცია…“

256
აჭარელი ცოლ-ქმარი

„დღის პოსტი“ აჭარაში მცხოვრებ მხიარულ ცოლ-ქმარს ესტუმრა, რომლებიც დღეებს სიმღერით, ცეკვითა და პიანინოზე დაკვრით იხალისებენ.

კახა ფირცხალაიშვილი და ნატო თურმანიძე 31-წლიანი სიყვარულის ისტორიით, წყვილი, რომელსაც მთელი აჭარა იცნობს და პატივს სცემს.

წყვილმა ერთმანეთი როგორც მუსიკოსებმა, ისე გაიცნეს და შემდეგ ოჯახი შექმნეს.

„რომ მოვალ, მეთამაშება, მიმღერის, ჩემი პირველი ძმაკაცია…“, აღნიშნავს კახა.

„31-ე წელია, ერთად ვართ, ორი შვილი გვყავს, დიდი ხნის ოჯახი გვაქვს, ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, ჩვენზეა ნათქვამი“, ამბობს ნატო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g