„პირველი არხის“ პროექტის „ხალხურის“ მეორე საკონკურსო დღეს ანსამბლი „ჭვანა“ აჭარიდან წარდგა მაყურებლის წინაშე. ანსამბლმა 50-მდე ადგილობრივი სიმღერა აღადგინა და ჩაიწერა და მაყურებელს საოცარი წარმოდგენა შესთავაზა, რამდენიმე აჭარული სიმღერის პოპურით და რაც მთავარია, ძალიან კოლორიტული ცეკვით.
„მაგარი ანსამბლია და მეამაყება, რომ ჩვენი მაგარი კუთხის ტრადიციებს აგრძელებენ!!..“
„თქვენ გენაცვალეთ ჭვანელებო… შეუდარებლები ხართ… წარმატებებს გისურვებთ…“
„აჭარელი რომ აჭარულს იცეკვებს, გამორიცხულია, ისე იცეკვოს ვინმემ…“