LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აჭარის რეგიონში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა – შრომის ინსპექცია

114
Capture21

აჭარის რეგიონში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღის განმავლობაში, დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

„აკრძალული საქმიანობის გამოვლენის პროცესში, შრომის ინსპექციასთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხორციელდება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.