„ადამიანები ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავენ სხვისი ცხოვრების ყურებაში, მის მითვისებაში და შეიძლება ითქვას განკითხვაშიც, როცა ეს ენერგია შეუძლიათ საკუთარ განვითარებაში ჩააბრუნონ,“ – ამბობს NLP ფსიქოლოგი თეკლა გეთიაშვილი.
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, ადამიანმა სწორად უნდა გააანალიზოს რა სჭირდება.
„პირველ რიგში, რაღაცნაირად უნდა გამიჯნონ, უნდათ პირობითად გიორგის კარგი მანქანა? მე იქნებ სხვა მინდა? ან რისთვის სჭირდება ის მანქანა? იმისთვის, რომ იგრძნოს თავი წარმატებულად და შემდგარ ადამიანად, ანუ მანქანა არის დანამატი, ლაიქი არის დანამატი. მე უნდა ვკითხო ჩემს თავს, რა მჭირდება? ვინ ვარ პირველ რიგში, რა ღირებულებები მაქვს, მინდა მე ვიღაცის ბენტლი, თუ სხვა რაღაც მაკმაყოფილებს? ჩემი შინაგანი პოზიციონირება უნდა მოვახდინო იმისთვის, რომ თვითკმარი ვიყო,“ – აღნიშნა თეკლა გეთიაშვილმა.
