ლელა წურწუმიას მიერ 31 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მომღერლის ერთ-ერთ გულშემატკივართან ემოციურ შეხვედრას ასახავს, არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც თავად ლელა აღნიშნავს, ეს დღე მისთვის ძალიან ამაღელვებელი იყო.
მომღერალი სტუმრად სოფო ბერიკაშვილს ეწვია კლინიკაში.
„2024 წელს, ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი დღე. სტუმრად ლელას დიდ გულშემატკივართან სოფო ბერიკაშვილთან“, – წერს ლელა წურწუმია.
„ლელა ბრავოო, მაგარი გოგო ხარ, რაც შეიძლება ბევრი სითბო და სიყვარულის გაცემა, მეტი რა შეგვიძლია ადამიანებს!!!“
„ღმერთმა გაგახაროს ლელა“
„ადამიანობის ეტალონი ხარ, შენ ყოველთვის ლელა დარჩი“
„ვიტირე ამ სიხარულისთვის, იმედი და ოცნება აუხდინე, გაიხარე ლელა…“
„ლელა, სიკეთის განსახიერება ხარ“