LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. „წიწაკის სპრეი“ და რეზინის ტყვიები გამოიყენა – სტამბოლის მერის დაპატიმრება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

118
ექრემ იმამოღლუ

სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების გადაწყვეტილება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა – მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სტამბოლის მერიის წინ შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. „წიწაკის სპრეი“ და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პროტესტი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც იმამოღლუს ბრალი წაუყენეს კრიმინალური ორგანიზაციის მართვაში, ქრთამის აღებაში, გამოძალვაში, პერსონალური მონაცემების უკანონო ჩაწერასა და ტენდერის გაყალბებაში და სასამართლომ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სტამბოლის მერი სამსახურეობრივი მოვალეობისგან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები თურქეთის ქალაქებში უკვე ხუთი დღეა მიმდინარეობს.

🇹🇷 დღეს ყველაზე მძიმე ღამე იყო სტამბოლში მიმდინარე პროტესტის ფარგლებში – თუ აქამდე, საპოლიცო ძალები მეტნაკლებად პასიურ თავდაცვას ამჯობინებდნენ, დღეს სპეცრაზმები მომიტინგეების მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ და ძალის გამოყენებით დაშალეს პროტესტის მონაწილეები.

Posted by World Military/ანალიტიკა on კვირა, 23 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g