დათო გოგიჩაიშვილის ვიდეო, რომელიც „მარკეტერს“ ეკუთვნის, სოციალურ ქსელშ აქტიურად ვრცელდება.
გოგიჩაიშვილი საუბრობს კარგი მენეჯერების შესახებ: „ადვილია, რა კაი პონტია, კაბინეტთან გამოკრული მექნება ჩემი სახელი და გვარი, დიდი კაბინეტი მექნება, პოზიციას მომცემენ, მუშტს დავაბრახუნებ და ყველა ჩემს ჭკუაზე ივლის, მდივანი შემოვა და შემომიტანს ყავას ან ჩაის – ხომ არსებობენ მენეჯერები, რომლებიც ასე მართავენ. რამდენი ასეთი ბუნებით ცუდი თანამშრომელი ვიცით, რომელიც მენეჯერად მუშაობს და რამდენი ბუნებით მენეჯერი ვიცით, რომელიც თანამშრომელია და კომპანია მასზე დგას? ყავა თუ ჩაი მენეჯმენტ შეკითხვაა. მაგარი მენეჯერები ჯერ გვაგრძნობინებენ, რა მაგრები არიან ისინი, მაგრამ უფრო მაგარი მენეჯერები გვაგრძნობინებენ, რა მაგრები შეიძლება ვიყოთ ჩვენ… ასეთ ადამიანს სხვისი წარმატება თავისზე არანაკლებ უხარია…“