LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აი ძაან „სვეტსკები“ რომ არიან და რაღაც მომენტში რომ ნერვიულობ, რომ უმტყუნებს ხოლმე და წამოსკდება … „გაიქე“… „რაფერ ხარ“ – რა შემთხვევა გაიხსენა ამიკო ჩოხარაძემ?

349
ამიკო ჩოხარაძე

გადაცემას „ყავა ბათუმურად“ იუმორისტი, ამიკო ჩოხარაძე სტუმრობს.

გადაცემის წამყვანის ფრაზაზე, „კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის ავლენ შენს ნამდვილ ბუნებას“ იუმორისტმა კონკრეტული სახალისო შემთხვევა გაიხსენა:

„აი ძაან „სვეტსკები“ რომ არიან და რაღაც მომენტში რომ ნერვიულობ, რომ უმტყუნებს ხოლმე და წამოსკდება ისეთი რაღაცა, რომ…

აი მაგალითად ბარში მინახავს რომ შევხვედრივარ, გართობის სიტუაციაში, კლუბში ვართ თუ სადღაც და რომ ვეკითხები, როგორ ხარ რას შვრები და კარგად ვარ, რაღაცები და მერე ნახევარი საათის შემდეგ მინახავს ბიჭებს შეუწუხებიათ და იმ შეწუხების გამო უთქვამს „გაიქე“ [იცინის] წამებში იწვება იქვე, წამოსკდება, მოაწვება…

ამ ადამიანებთან ბავშვობიდან რომ ვიცნობ ულამაზესი გოგონები არიან, ყოფილა შემთხვევა, რომ თბილისში შევხვედრივარ და მე რომ ბათუმელს ან ბავშვობის მეგობარს მითუმეტეს აჭარელ გოგოს რომ ვხედავ, აჭარულად ვიწყებ ხუმრობას „რაფერ ხარ“, შესაბამისად ისიც ვეღარ ითმენს, აჭარელს რომ აჭარულად რაღაც უთხრა ის სერიოზულს ვეღარ გიჭერს…

ყოფილა შემთხვევა, რომ ეგრე რომ მივსულვარ და რომ მოდის გადასაკოცნად, მორბის შორიდან ქუსლებით და მეუბნება, რამე არ მითხრა აქ ჩემები არიანო…“ – იხსენებს ამიკო ჩოხარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g