LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აი, როგორი უნდა იყოს ძლიერი ქალი! ქედს ვიხრი მაია შენს წინაშე! უდიდესი პატივისცემა“ – მაია ასათიანის ემოციური მიმართვა მაყურებელს და კადრები არქივიდან, რომელსაც ჟურნალისტი გვიზიარებს

179
მაია ასათიანი

ჟურნალისტი მაია ასათიანი საკუთარი გადაცემის „პროფილის“ არქივიდან ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდიდან გამოსვლის გზებზე მაყურებლის წინაშე პირველად ისაუბრა.  

„მიყურებ ახლა შენ და ფიქრობ, როგორ შეიძლება ჩემნაირი ადამიანი საერთოდ ცოცხლობდეს, სუნთქავდეს, იღიმოდეს, რაღაცით ხარობდეს, ბედნიერი იყოს… მე ცხოვრება ისევ მიხარია! მე გადავრჩი!. მოდი აქ და მე მოგიყვები რომ შენ ადამიანი ხარ და დიახ, დაუმარცხებელი ხარ! მოდი აქ და მე გასწავლი, რომ ცხოვრება ერთია, შენ შეიძლება ბევრჯერ წაიქცე, ყველაფერი დაკარგო, მიწაზე დაემხო და მერე მიწიდან დამხობილი ადგე…

მოდი აქ და მე გიჩვენებ ჩემს ნამდვილ ამბავს, არავისთვის არასდროს რომ არ მიჩვენებია. მე გიჩვენებ ვინ ვარ და რა ვარ სინამდვილეში. მე ჩემი გადარჩენის ამბავს გიყვები, ამბავს, როგორ გამიხარდა ისევ ცხოვრება!“, – აცხადებს მაია ასათიანი ვიდეოჩანაწერში.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს უამრავი მოწონება და გამამხნევებელი კომენტარები ახლავს, რომელსაც გამომწერები მაიას მისამართით არ იშურებენ. 

„უდიდესი პატივისცემა თქვენ ❤️ წარმატებები ❤️❤️❤️“, „უძლიერესი ქალი🔥😍😍“, „უძლიერესი და საყვარელი მაიკო უფალმა გაგაძლიეროს შენი შვილისთვის 💞“, „ადამიანის სიძლიერის მაგალითი 👏“, „თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი ქალი ❤️ ქედს ვიხრი ❤️“, – აღნიშნავენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g