LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალ კლიპში, საბრინა კარპენტერი და ,,უენსდეი” ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან და ერთმანეთს კოცნიან

199
Jenna-Ortega-provides-viral-danc

საბრინა კარპენტერმა მეექვსე სტუდიური ალბომი – Short n’ Sweet გამოუშვა. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში ცხრა წლიანი კარიერის ფონზე, ახალი დისკი მისი ყველაზე ხმამაღალი განაცხადია. სწორედ ამ მუსიკალურ პროექტში იყრის თავს ისეთი ჰიტები, როგორებიცაა – Espresso და Please Please Please, რომლებიც 25 წლის შემსრულებლისთვის, პირველ ყველაზე წარმატებულ ჩანაწერებად იქცა.

ფირფიტის რელიზთან ერთად, ახალგაზრდა არტისტმა კრებულის მომდევნო სინგლიც წარადგინა. სიმღერას Taste ჰქვია და მის კლიპში, ,,ნეტფლიქსის” გახმაურებული სერიალის – ,,უენსდეი” ვარსკვლავი, ჯენა ორტეგა მონაწილეობს.

კომედიურ ვიდეოში სისხლიანი სიუჟეტით, თუმცა უცნაური, ბედნიერი დასასრულით, ისინი მამაკაცისთვის იბრძვიან. მათი სიყვარულის ინტერესს, როან კემპბელი განასახიერებს. ერთ-ერთ კადრში გოგონები ერთმანეთს კოცნიან.

ინტერნეტმომხმარებლებმა მუსიკალური რგოლის სიუჟეტის ინსპირაციად, 1992 წლის კლასიკური ფილმი – Death Becomes Her დასასახელეს, რომელშიც მერილ სტრიპი, გოლდი ჰოუნი და ბრიუს უილისი თამაშობენ.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, საბრინა კარპენტერი MTV Video Music Awards-ზე იმღერებს. ის დაჯილდოებაზე, 6 ნომინაციაშია წარდგენილი.

MTV Video Music Awards გადაიდო – მიზეზი დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები