34 წლის ირინა შეიკი ბოლო დროის ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება და რა გასაკვირია, რომ მის შესახებ მალე თამაშიც გამოვა. იდეის ავტორი ლუსი იომანსია, მას გაუჩნდა იდეა, რომ შეექმნა ისეთი თამაში, რომელიც მთლიანად მოდის ინდუსტრიის შესახებ იქნებოდა. ახალ თამაშს Drest ჰქვია, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ირინა შეიკია.
აღნიშნული ინფორმაცია მოდელმა თავად, საკუთარ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ თამაშში ისეთი ცნობილი ბრენდენი იქნება ჩართული როგორებიც „პრადა“ და „ვერსაჩე“ არიან. შექმნილი „ლუქებით“ კი მოთამაშეები ქულებს დააგროვებენ. თამაში მალე ყველა სმარტფონზე იქნება ხელმისაწვდომი.