LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახალგაზრდა კოლეგებს ძალიან მარტივ რამეს ვეტყვი… ეს დიდი შრომის ფასად მოდის“ – პლასტიკური ქირურგის, ალექსანდრე კალანტაროვის მთავარი რჩევა ახალგაზრდა კოლეგებს

213
ალექსანდრე კალანტაროვი

ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი, რეკონსტრუქციული ქი­რურ­გი, ალექ­სან­დრე კა­ლან­ტა­რო­ვი Front News-ის რუბრიკის – „ადამიანები ისტორიით“ ერთ-ერთი გასული ეპიზოდის სტუმარი იყო.

ალექსანდრე კალანტაროვმა რუბრიკაში ისაუბრა საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდზე, პროფესიისკენ მიმავალ გზსა და მოღვაწეობაზე და ახალგაზრდა კოლეგებს არაერთი რეკომენდაციაც გაუზიარა.

„ახალგაზრდა კოლეგებს ძალიან მარტივ რამეს ვეტყვი: პირველ რიგში, სწავლა, წიგნი და ღრმა ცოდნა.

დღეს ახალგაზრდები ზედაპირულ ცოდნას ძალიან მარტივად იღებენ ინტერნეტში, „იუთუბში“.

მაქვს ასეთი გამოცდილება: ადამიანმა ერთი-ორი ოპერაცია ნახა და შემდეგ პაციენტზე შეასრულა, ასეთი რაღაცები ხდება.

ამიტომ, ძირითადი პრობლემა არის ღრმა ცოდნის მიღება და გამოცდილება. ამ გამოცდილებაში სიჩქარე არ ვარგა. კვალიფიციურ ქირურგად არავინ არ იბადება. ეს წლების მიხედვით და დიდი შრომის ფასად მოდის“, – აღნიშნავს ალექსანდრე კალანტაროვი.

@frontnewsge ყველაზე მნიშვნელოვანია ღრმა ცოდნა – ალექსანდრე კალანტაროვის რჩევა ახალგაზრდა კოლეგებს. #საქართველო #ადამიანებიისტორიით #ქართული #მედიცინა #ქირურგია #სამედიცინო #ექიმი #კალანტაროვი #ისტორია #რჩევა #ახალითაობა ♬ original sound – ადამიანები ისტორიით
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g