LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალგაზრდა მსჯავრდებული ქალი დეფილეს დასრულების შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდა – „დააფასეთ თავისუფლება, სანამ არ დაკარგავ, ვერ იგრძნობ, რომ გქონდა“ – ნახეთ ემოციური კადრები

446
ამნისტია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ქალმა მსჯავრდებულებმა საკუთარი ხელით შექმნილი სამოსის ჩვენება გამართეს.

ქალმა მსჯავრდებულებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სამოსისა და სამკაულების დამზადება პატიმრებმა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში „მოდის დიზაინის პროგრამის“ ფარგლებში შეისწავლეს.

„პატიმარ ქალებს საკუთარი ნამუშევრების წარდგენის საშუალება პირველად მიმდინარე წლის ივნისში, ვენეციის საერთაშორისო მოდის კვირეულზე მიეცათ, სადაც მათ სხვადასხვა აქსესუარით, მათ შორის, ტყავისა და თექით გაფორმებული მოდელები წარადგინეს, ამჯერად კი, მსჯავრდებულებმა საზოგადოებას ახალი კოლექცია შესთავაზეს.

ჩვენებაზე მოეწყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების პატიმრების მიერ არის დამზადებული. მსურველებს, ასევე, შეეძლოთ ჩვენებაზე წარმოდგენილი ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენაც. რეალიზაციით მიღებული თანხა მსჯავრდებულთა შემოსავალს წარმოადგენს“, – განაცხადეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა ღონისძიების ფინალი – ჩვენების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე მსჯავრდებული, „ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა.

დეფილეს შემდეგ, პატიმრობიდან გათავისუფლებული მსჯავრდებულის ემოციური ვიდეო სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ ვრცელდება. ის მოქალაქეებს მიმართავს, რომ თავისუფლება დააფასონ:

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, თავისუფლება ძალიან მაგარი განცდაა და დააფასეთ. ამას [გათავისუფლებას] არასდროს ველოდი. იმავე შეგრძნების განცდას ვუსურვებ სხვებსაც, რადგან ეს განცდა ისეთია, რომ სანამ არ დაკარგავ, ვერ იგრძნობ, რომ გქონდა“, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g