LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახალგაზრდებს მოვუწოდებ, არ ჩააგონ ხმალი ქარქაშში, არ შეიძლება – საქმე რომ დაიწყეს, ბოლომდე უნდა მიიყვანონ და ასეც იქნება! ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება!“ – ლეო ანთაძის მიმართვა

162
ლეო ანთაძე

თეატრისა და კინოს მსახიობმა, სახალხო არტისტმა ლეო ანთაძემ, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და აქციაზე მყოფ მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადა, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერიდან ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მიმართა.

„არ მეგონა თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა. შეუძლოდ ვარ და როგორც კი გამოვკეთდები აუცილებლად შევუერთდები ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ ევროპულ საქართველოს!“ – ლეო ანთაძე

როგორც ლეო ანთაძემ აღნიშნა, ახალგაზრდებმა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ და ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება:

„ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ არ ჩააგონ ხმალი ქარქაშში, არ შეიძლება – საქმე რომ დაიწყეს, ბოლომდე უნდა მიიყვანონ და ასეც იქნება, მე ვხედავ, რომ ასე იქნება! მე ასე ვფიქრობ, ეს აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. ისე დამთავრდება, როგორც ახალგაზრდებს უნდათ“, – აღნიშნა ლეო ანთაძემ მიმართვის დროს.

‼️ მოვუწოდებ ახალგაზრდებს, არ ჩააგონ ხმალი ქარქაშში! | ლეო ანთაძე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024

ეკა ჩხეიძე: „ახალგაზრდა, კარგად მოაზროვნე ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რომელსაც ქვეყანა და ხალხი ეყვარება, იზრუნებს ჩვენს კეთილდღეობაზე და არა – საკუთარ ჯიბეზე…

ეკა დემეტრაძე: „ხალხო გთხოვთ, უკვე კატასტროფა ხდება, ყოველ გამთენიას თქვენი ქალაქის ქუჩებში სახის ძვლებს ულეწავენ ახალგაზრდებს თუ ასაკოვანებს, გადაწიეთ ფარდები, ნუ გძინავთ ასე ღრმად, ნუ გეშინიათ“

ვიდეო: ბაჩო ქაჯაია: „მხატვრული ხერხით ყოველთვის ვსაუბრობდით იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში იდგა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ფორმა აღარ არის საკმარისი პროტესტის გამოსახატავად. თეატრში მოსული მაყურებელი მიხვდება, რომ ლამაზად გამოხატვის დრო აღარ არის…“

ვიდეო: კახა კინწურაშვილი: „მსახიობები სადამსჯელო რაზმებს ეწირებიან… გაფიცვა არის ერთ-ერთი ფორმა იმისთვის, რომ ადამიანებმა, ვინც ვართ ამ სფეროში, პროცესი კულტურულ სივრცეში დავაბრუნოთ…“

ვიდეო: „შვილს ვამზადებ, ვიღაც თუ შემოგვივარდა სახლში, მზად რომ იყოს, ჩართოს ლაივი…11 წლის ბავშვს ვამზადებ ამისთვის, წარმოიდგინეთ, რანაირ ქვეყანაში ვცხოვრობთ“ – ნანკა კალატოზიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g