LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალი ფილმის თრეილერში ბლეიქ ლაივლის ცნობა შუძლებელია

118
page

ცოტა ხნის წინ, კომპანია Paramount Pictures-მა ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის „რიტმ-სექცია“ (The Rhythm Section) პირველი თრეილერი გაავრცელდა, ფილმში მთავარ როლებს ბლეიკ ლაივლი და ჯუდ ლოუ ასრულებენ.

რიდ მორანოს ფილმში სიუჟეტი, სტეფანის ირგვლივ ვითარდება, რომლის ოჯახიც ავიაკატასტროფაში იღუპება. გარკვეული დროის შემდეგ კი ირკვევა, რომ კატასტროფა შემთხვევითი არ იყო და ამ საქმის გამოძიებას იწყებს.

როგორც ცნობილია, ფილმის გადაღებები 2018 წელს დაიწყო, გარკვეული პერიოდის მანძილზე კი შეჩერდა, რადგან ბლეკ ლაივლიმ გადასაღებ მოედანზე ტრავმა მიიღო.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი გმირის როლის შემსრულებლის ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია, მას იმიჯი რადიკალურად აქვს შეცვლილი.

ფილმის პრემიერა 31 იანვარს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები