LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო:  ახალი Ford Bronco უგზოობაში გამოსცადეს

85
fordprttp

კომპანია ford–მა გაავრცელა ვიდეო, სადაც პროტოტიპი Bronco–ს ცდებია ასახული. ყველგანმავალის დებიუტი მომავალი წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი და მანამდე მან ყველა გამოცდა უნდა ჩააბაროს.

მომავალი Ford Bronco საკულტო ამერიკული მოდელის მეექვსე თაობაა და ის T6–ის პლატფორმაზეა აგებული. ეს სწორედ ის არქიტექტურაა, რომელიც პიკაპი Ranger–ის შექმნისას გამოიყენეს. ეს ყველაფერი არ არის და მოდელებს ერთმანეთთან სხვა საერთო მახასიათებლებიც აქვთ, მაგალითად ძრავი 2.3 Ecoboost, რომელიც 271 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და აგრეგატი 10 დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

თუმცა, „ბრონკომ“ შესაძლოა ბევრად მძლავრი აგრეგატიც დაიმსახუროს. მაგალითად, V6 2.7 რომელსაც 329 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ–ჯეორბით არ არის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g