ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ვასო აბაშიძის სახელობის „ახალ თეატრში“ შესანიშნავი სპექტაკლით დაგვირგვინდა.
როგორც უკვე ცნობილია, ვორქშოპის ფარგლებში ქართველ მსახიობებს ამერიკული მუსიკალური თეატრის ტექნიკის შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობებს ბროდვეის თეატრის საშემსრულებლო ტექნიკა ბროდვეის რეჟისორებმა ვესტ ჰილერმა და შელი ბატლერმა გაუზიარეს.
ვორქშოპის დასასრულს კი „ახალი თეატრის“ მსახიობები მაყურებლის წინაშე ცნობილი მიუზიკლებიდან საკულტო მუსიკალური ნომრებით წარდგნენ.
კადრებს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს.