LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახლა რაც ჩემს თავში და გულში ხდება, ძალიან რთულია იმის გადმოცემა“ – ილია სულამანიძე

464
2024-08-01_22-40-18_080800

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევთან დამარცხდა და თავისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ილიამ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრძოლას გააგრძელებს:

„რთულია საუბარი. ახლა რაც ჩემს თავში და გულში ხდება, ძალიან რთულია იმის გადმოცემა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა. ჩემს მშობლებს, მწვრთნელებს და საერთოდ ყველას. ფარხმალს არ დავყრი და ბრძოლას გავაგრძელებ“, – ამბობს ილია სულამანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები