LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახლა რომ შევალ ვეტყვი, გაგასწარი მეთქი და ვნახოთ რას მეტყვის“ – მიქაუტაძემ კვარაცხელიას ნაკრებში გატანილი გოლებით გაასწრო

346
2025-03-21_00-02-42_332851

გიორგი მიქაუტაძემ საქართველო – სომხეთის მატჩის შემდეგ „პირველ არხთან“ კომენტარი გააკეთა.

ფეხბურთელის თქმით, სახლში კიდევ ერთი თამაში დარჩა და უნდა მოიგონ.

„კარგი თამაში ჩავატარეთ სამით ნული მოვიგეთ და ვფიქრობ, ამ პლეი ოფებზე კარგი ნაბიჯი გადავდგით. მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო. ამდენი ქართველი ჩამოვიდა აქ, კიდევ ერთი თამაში დაგვრჩა სახლში და უნდა მოვიგოთ“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

– ხვიჩა კვარაცხელიას გადაასწარით გოლების რაოდენობით, თუ გაქვთ ხოლმე ამაზე საუბარი?

გიორგი მიქაუტაძე: არა ჯერ არა. ახლა რომ შევალ ვეტყვი, რომ გაგასწარი და ვნახოთ რას მეტყვის.

ცნობისთვის, საქართველო – სომხეთის მატჩი ანგარიშით 3:0 დასრულდა.

თამაშში გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g