თიკა ჯამბურია ყოფილი მეუღლის, ბექა ხოფერიას ქორწილთან დაკავშირებით ალაპარაკდა.
როგორც თიკა ამბობს, სრულიად ჯანსაღია ის მდგომარეობა, რომ ყოფილ მეუღლესთან იმეგობრო.
ამასთან, მომღერალი ჰყვება, რომ ბექას მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია და მან ნინა, როგორც შვილი ისე მიიღო.
ვიდეოს თიკა სოციალურ ქსელში აზიარებს და აღნიშნავს, რომ როცა ის გათხოვდება, ქორწილში ბექას და სოფოს აუცილებლად დაპატიჟებს.
„იმდენი ნეგატიური კომენტარი ვნახე, რომ მესამე ნაწილის დადება არ მინდოდა, მაგრამ მერე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მაინც ყველაფერზე ილანძღებით და დაე, ისიამოვნეთ…“ – ამბობს თიკა და ვიდეოს გვიზიარებს.
@tika_jamburia იმდენი ნეგატიური კომენტარი ვნახე , რომ მესამე ნაწილის დადება არ მინდოდა , მაგრამ მერე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი , რომ მაინც ყველაფერზე ილანძღებით და დაე ისიამოვნეთ )))))#foryou #ფორიუ ♬ original sound – Tika Jamburia
ვიდეო: ულამაზეს წითელ კაბაში, იტალიურ ჰანგებზე ნეფე-პატარძალთან ერთად ამღერებული თიკა ჯამბურია