თათია სულუაშვილის გადაცემას „თათიას გმირები“ მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი სტუმრობდა, რომელიც საქართველოში აშშ-დან, სადაც ბოლო წლებია ცხოვრობს, კონცერტის ჩასატარებლად ჩამოვიდა.
„დიდი ტრავმა მაქვს გამოვლილი კონკურსებში. ბავშვი რომ ხარ, სხვანაირად უყურებ, მაგრამ ახლა ვხვდები, რა დალექა ჩემში. „რანინას“ შემდეგ რომ წავედი უკრაინაში კასტინგზე, რაც მინდოდა, ის სიმღერა არ ვთქვი, ბოლოს მაინც გავრისკე და ვუთხარი. კარგი, ის იმღერე, რაც გინდაო…
ძალიან რთული იყო და არ მეგონა, რომ უკრაინაში ასე შემხვდებოდა მაყურებელი, გაციებული ვიყავი და ხმა საერთოდ არ მქონდა. მთავარ ნოტამდე სანამ მივიდოდი, მანამდე შემომიტრიალდნენ და ემოციები ბოლომდე გავშალე. ძალიან ვნერვიულობდი ამ თემაზე…“