მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ტვ პირველის საახალწლო ეთერში შვილთან, ალისკა სააკაშვილთან ერთად იმღერა. დედა-შვილმა მაყურებლის წინაშე სიმღერა „საქანელა“ შეასრულა. სცენაზე გამოსვლამდე სოფო ნიჟარაძემ სრულიად საქართველოს მიულოცა ახალი 2026 წელი და ყველას ბედნიერი წელი უსურვა.
„მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული და ყველაფერი საუკეთესო. ბავშვებს მინდა ვუსურვო ლაღი ბავშვობა და ყველაზე მთავარი ალბათ, ნათელი მომავალი“
დედა-შვილის ულამაზესი შესრულების ვიდეოს ავრცელებს „ბასტი ბუბუ“ და საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.
„ალისკა სააკაშვილი და სოფო ნიჟარაძე❤️🎄გილოცავთ ახალ წელს!🌟🎉
