პროექტმა „რანინამ“ ქართულ საზოგადოებას და არამხოლოდ, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა აჩუქა, რომლებიც თავიანთი ნიჭიერებით დღითი დღე აოცებენ საზოგადოებას.
თითქმის ყველა სეზონზე საოცარი ბავშვები იღებენ მონაწილეობას და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. ლილე მჭედლიშვილმა, რომელმაც „შვიდკაცასთან“ ერთად ბრწყინვალე შესრულება გვაჩუქა აპლოდისმენტებთან ერთად დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.
„ამ ასაკში ასე იმღერო ეს სიმღერა წარმოუდგენელია🥰ბრავო ლილეს♥️“, „ვაიმე, ეს ვინ არის, დაგვატკბოო, დაგვადნოოო 💝💝💝💝💝“, „ბავშვი საოცრება ❤️“, „საოცარი შესრულებაა🥹🌟🌟🌟🌟“, „ლილე მომავალი ვარსკვლავია ⭐️⭐️⭐️“, – წერენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე.